შინაარსზე გადასვლა

აზიმ აზიმზადეს სახლ-მუზეუმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზიმ აზიმზადეს სახლ-მუზეუმი
აზერ. Əzim Əzimzadə ev-muzeyi
40°22′30″ ჩ. გ. 49°50′09″ ა. გ. / 40.37500° ჩ. გ. 49.83583° ა. გ. / 40.37500; 49.83583
დაარსდა 1968
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო
ოფიციალური საიტი http://ezimzade.ev-muzeyi.az/[1]
Map

აზიმ ასლან ოღლი აზიმზადეს სახლ-მუზეუმი (აზერ. Əzim Əzimzadə ev-muzeyi) — მემორიალური მუზეუმი, რომელიც მიეკუთვნება აზერბაიჯანელ მხატვარს, გრაფიკოსს და კარიკატურისტს, აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკის სახალხო არტისტს. განლაგებულია აზერბაიჯანის დედაქალაქში, ქალაქ ბაქოში, დილარა ალიევას ქუჩა 157-ში. მუზეუმში გამოფენილია ნივთები (დოკუმენტები, ფოტოსურათები, ხელოვნების ნიმუშები), რომლებიც მიეკუთვნებოდა აზიმ აზიმზადეს.[2] მუზეუმის გახსნა მოხდა 1968 წელს. აზიმ აზიმზადეს სახლ-მუზეუმი შეიქმნა მომცრო ზომის ბინაში, რომელშიც ცხოვრობდა მხატვარი. წლების შემდეგ სახლი დანფრევის პირას იყო. ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს დაკვეთით მოხდა ახალი შენობის აგება იმავე ადგილას. მუზეუმში ინახება მხატვართან დაკავშირებული 2000 ექსპონატზე მეტი.[3]